The Sun: «მანჩესტერ სიტი მესის გადმობირებას იანვარში ეცდება»

The Sun: «მანჩესტერ სიტი მესის გადმობირებას იანვარში ეცდება» «კატალონიის ბარსელონას» ფორვარდის ლიონელ მესის მიმართ «მანჩესტერ სიტის» ინტერესი არ განელებულა. გამოცემა The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ინგლისელები არგენტინელის შეძენას იანვარში ეცდებიან.

The Sun იტყობინება, რომ მანჩესტერელები ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გააქტიურდებიან. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ლიონელ მესის ღიად გამოთქვა კატალონიური კლუბის დატოვების სურვილი, თუმცა ხელმძღვანელობას არგენტინელის მოთხოვნა დაბლოკა.

«კატალონიის ბარსელონას» მესვეურები 33-წლის არგენტინელი შემტევის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას 700 მილიონ ევროს ასახელებენ. აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესის შეძენის მთავარ პრეტედენტად კი სწორედ «მანჩესტერ სიტი» სახელდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სიტის მესვეურებს «ბარსელონაში» არსებული ფინანსური პრობლემების იმედი აქვთ. არაერთხელ დაიწერა სპორტულ პრესაში, რომ კატალონიელები გაკოტრების პირას არიან.

ლიონელ მესის მოქმედი კონტრაქტი «ბარსელონასთან» 2021 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ვადის ამოწურვის შემდეგ არგენტინელი ფორვარდი კლუბს უსასყიდლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ინგლისელები მიიჩნევენ, რომ «ბარსელონას» ხელმძღვანელობა არგენტინელს უსასყიდლოდ არ გაუშვებს და შესაძლოა 50 მილიონ ფუნტზე დათანხმდეს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.