გნაბრი: ძალიან გაბრაზებული ვარ

გნაბრი: ძალიან გაბრაზებული ვარ გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი სერჟ გნაბრი, ესპანეთის ნაციონალურ გუნდთან განცდილ მარცხს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ევროპის ერთა ლიგის ეგიდით გამართულ პაექრობაში ესპანელებმა მეტოქე დამამცირებელი ანგარიშით 6-0 დაამარცხეს.

"ჩვენ ყველაფერი ვცადეთ. ნათლად ჩანდა, რომ თამაშის მიმდინარეობის დროს ერთგვარ გადაწყობას ვახდენდით, იცვლებოდა შეტევის სტილიც. ახლა რაღაც სიცარიელეს ვგრძნობ. ეს კარგად ჩანს ჩემს სახეზეც, იგრძნობა ჩემს ხმაშიც. უაღრესად გაბრაზებული და უაღრესად იმედგაცრუებუოი ვარ." - ციტირებს უეფას პრეს-სამსახური სერჟ გნაბრის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.