ალექსანდრ არნოლდი - პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია

21 წლის მერსესაიდელების აღზრდილმა, გამოკითხვაში ხმების რაოდენობებით აჯობა: ჯეკ გრილიშს (ასტონ ვილა), დინ ჰენდერსონს (შეფილდ იუნაიტედი), მეისონ გრივუდს, ენტონი მარსიალს, მარკუს რეშფორდს (მანჩესტერ იუნაიტედი), მეისონ მაუნტასა და კრისტიან პულიშიჩს (ლონდონის ჩელსი).
Merseyside's Finest™️@trentaa98 is your @TAGHeuer Young Player of the Season 🙌#PLAwards pic.twitter.com/70VFJAV0de
— Premier League (@premierleague) August 14, 2020
პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ალექსანდრ-არნოლდმა 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გატანილი ბურთისა და 13 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.