ლენო: ნოიერი საუკეთესო მეკარეა

"რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ არის. მე კარგად ვიცი ვისთან მაქვს საქმე, ნათელი გონებით შემიძლია არსებული მოცემულობა შევაფასო. ბოლოს და ბოლოს ჩემს წინაშეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე. ჩემი აზრით მანუელ ნოიერი, ბოლო 30-40 წლის მანძილზე მსოფლიოს საუკეთესო კიპერია. სათადარიგო სკამზე ჯდომით ჭკუიდან არ ვიშლები და ვცდილობ სიტუაციას პოზიტიურ ჭრილში შევხედო." - ციტირებს გამოცემა Die Welt ბერნდ ლენოს სიტყვებს.
მანუელ ნოიერი მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში 2011 წლიდან არის წარმოდგენილი. 34 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.