ბრუნო ფერნანდეში: აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი

ბრუნო ფერნანდეში: აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი მანჩესტერ "იუნაიტედის" პორტუგალიელი ლეგიონერი ბრუნო ფერნანდეში გამოცემა Sky Sports-ის სტუმარია. ნახევარმცველი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის მიზნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ გუნდის თითოეული მოთამაშე ინგლისის პრემიერ ლიგის მოგებაზე ოცნებობს.

"მანჩესტერში ტიტულების მოსაგებად მოვედი. ეს ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო კლუბია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბრწყინვალე გუნდი! ჩემი აზრით, ისეთი შესანიშნავი კლუბი, როგორიც "იუნაიტედია" ზედმეტად დიდი ხანია, რაც ინგლისის პრემიერ ლიგის ტიტულის გარეშე იმყოფება. ყველა მოთამაშე, მთელი პერსონალი აქ მხოლოდ გამარჯვებისთვისაა შეკრებილი. სწორედ ამგვარია ჩვენი განწყობა."

"კერიკისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ, მსიამოვნებს მისი მოსმენა. ის გამორჩეული ფეხბურთელი იყო, რომელმაც ამ გუნდთან ერთად უამრავ ტიტულს მოუყარა თავი. ასევე ძალიან მომწონს ჟოაო მოუტინიო. სწორედ ამგვარი ფეხბურთელებისგან უნდა ვსწავლობდე. შესაძლოა ესენი ის მოთამაშეები არ არიან, რომლებიც ბავშვებისთვის კუმირებს წარმოადგენენ, თუმცა ასეთი ფეხბურთელები როდესაც შენს გუნდში არიან, მაშინ დარწმუნებული ხარ, რომ ისინი ზუსტ გადაცემას განახორციელებენ და მიიღებენ მართებულ გადაწყვეტილებას."
- ციტირებს გამოცემა Sky Sports ბრუნო ფერნანდეშის სიტყვებს.

მოცემულ მომენტში მანჩესტერ "იუნაიტედი" მოპოვებული 10 ქულით, ინგლისის ჩემპიონატის მე-14 ადგილზეა წარმოდგენილი. სატურნირო ცხრილს "ლესტერი" ლიდერობს (18 ქულა).

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ