სანჩო: მცირე ჩავარდნა ყველა ფეხბურთელს აქვს

"ვფიქრობ, ზაფხულის სატრანსფერო ჭორებს, ჩემს სათამაშო ფორმაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. რა თქმა უნდა, ყოველ ფეხბურთელს საკუთარ კარიერაში აქვს მცირე დაღმასვლის პერიოდი, სწორედ ამას განვიცდი მოცემულ სიტუაციაში. ნელ-ნელა ვუბრუნდები ჩვეულ კონდიციებს და ბედნიერი ვარ იმით, რომ მყავს მწვრთნელები, რომლებიც მენდობიან. საკუთარი თავისგან ბევრ რამეს ველი. როდესაც ვთამაშობ, მუდამ ვცდილობ ასისტების გაკეთებას და გოლის გატანას, ამით მსურს საკუთარ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. ბოლო შეხვედრებში ამ ასპექტებში თავი ვერ გამოვიჩინე, თუმცა ასეთი შანსები ნამდვილად მქონდა." - ციტირებს გამოცემა goal-ი ჯეიდონ სანჩოს სიტყვებს.
გასულ სატრანსფერო პერიოდში, დასავლური პრესა ხშირად წერდ, მანჩესტერ "იუნაიტედის" რიგებში, ჯეიდონ სანჩოს შესაძლო ტრანსფერზე. მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც "ბორუსიამ" ხსენებულ მოიერიშეში, 120 მილიონი ევრო მოითხოვა.