ჰავერცი: ჩვენი მიზანია ინგლისის ჩემპიონობა

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, კლუბს ჰქონოდა მკაფიო ხედვა საკუთარი მომავლის შესახებ. "ჩელსი" წინ მიიწევს. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელიც დაკომპლექტებულია შესანიშნავი ფეხბურთელებით. გვსურს საშინაო არენაზე, რაღაც განსაკუთრებული შევქმნათ. ვითამაშოთ შემტევი ფეხბურთი. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს. ჩემს წინ უაღრესად დიდი მიზანი დგას - მოვიგოთ ინგლისის პრემიერ ლიგა."
"მსგავსი ტრანსფერები შემთხვევითობა არ არის. გავეცანი ყველა ვარიანტს რაც მქონდა, კარგად გავითავისე ყოველი ასპექტი. ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებს ტელევიზორის მეშვეობით მუდამ ვადევნებდი თვალს, ასე რომ კარგად ვიცოდი რას წარმოადგენდა ლონდონის "ჩელსი" - ვკითხულობთ გამოცემა Bild-ის ვებ-გვერდზე კაი ჰავერცის სიტყვებს.