მუსტაფი: ლონდონში დარჩენა მსურს

მუსტაფი: ლონდონში დარჩენა მსურს ლონდონის "არსენალის" გერმანელი უკანახაზელი შკორდან მუსტაფი, სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი განცხადებით, "მეთოფეების" შემადგენლობაში თამაშის გაგრძელება მისთვის დიდი პატივი იქნებოდა. შეგახსენებთ, მუსტაფის კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს იწურება.

"2016 წელს ლონდონის "არსენალში" იმას გამო გადმოვედი, რომ ამ კლუბს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ეს დიდებული გუნდია. ლონდონში დარჩენა მსურს, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ბოლო თვეების განმავლობაში ნამდვილად არ ვფიქრობდი ჩემი კონტრაქტის შესახებ, რომელიც იწურება.

მე მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა, ივლისში მიღებული ტრავმა მომეშუშებინა და მოედანზე, რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი. კლუბის ხელმძღვანელობასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია, ასე რომ არაფერი მაქვს თქვენთვის სათქმელი. ახლა ჩემთვის მთავარია, ძირითად თერთმეტულში რამდენიმე შეხვედრა გავმართო. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას."
- აცხადებს მუსტაფი.

ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი 28 წლის ცენტრალურ მცველს 12 მილიონ ევროდ აფასებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასმა უმაღლეს ნიშნულს 2016 წლის 13 ოქტომბერს მიაღწია. მაშინ მუსტაფის ღირებულება 30 მილიონ ევროდ ფასდებოდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.