გარეთ საუთგეიტი: იმედი მაქვს ჯოს ტრავმა სერიოზული არ იქნება

გარეთ საუთგეიტი: იმედი მაქვს ჯოს ტრავმა სერიოზული არ იქნება ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი ჯო გომესის ტრავმას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელმა ვარჯიშზე მძიმე დაზიანება მიიღო.

"ვერ გეტყვით, რამდენად სერიოზულია ჯოს ტრავმა, რადგან მას ამ დრომდე არ გაუვლია სრულყოფილი მედშემოწმება. ძალიან სამწუხარო იყო იმის ყურება, თუ რა ტკივილს განიცდიდა ხსენებული ფეხბურთელი. როდესაც მან ეს დაზიანება მიიღო მის გვერდით არავინ იმყოფებოდა. ეს არ მომწონს. ახლა ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ კვლევებს. იმედს ვიტოვებ კარგი შედეგი იქნება და არა ისეთი, როგორიც პირველ წუთებში წარმოგვედგინა. მთლიანობაში ეს ცუდი მოცემულობაა. ის ნამდვილად ვერ მიიღებს მონაწილეობას მოახლოებულ სანაკრებო თამაშებში."

"ვერ ვიმარჩიელებთ ტრავმის ზუსტ დახასიათებაზე. ეს შეუძლებელია მანამ, სანამ კონკრეტულ სურათებს არ ვხილავთ. წარსულში მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ვლოცულობთ, რომ ამან სერიოზულ გართულებამდე არ მიგვიყვანოს." - ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს გამოცემა Liverpoolecho

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.