კრაუჩი: ასე არასდროს მდომებია ვინმესთვის ხელი დამერტყა

"სანტიაგო ბერნაბეუს" გასახდელში კარგად ისმის გულშემატკივრების ხმა. თავზე პირსახოცმოხვეული ვიჯექი და მესმოდა, როგორ გადიოდა მიყოლებით ჩვენს კარებში გოლები. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდებოდა."
"მე მაქვს მცირე გამართლება იმ წითელი ბარათის გამო, რაც მივიღე. პირველი ყვითელი ბართის დროს, ზედმეტად ემოციური ვიყავი, ასე რომ შესაძლებელია მსაჯს გავუგო. ეს იყო სეხრიო რამოსის წინააღმდეგ ფოლი. რაც შეეხება მეორე ყვითელ ბარათს, მე ვცდილობდი ბურთს მანამ შევხებოდი სანამ ამას მარსელო გააკეთებდა. მოვახდინე ვარდნა და მარსელოს საერთოდ არ შევხებივარ. ის გადავრდა და ბალახზე გორაობა დაიწყო. ერთ-ერთი კამერიდან გადაღებული კადრით კარგად ჩანს, თუ როგორ უყურებს არბიტრს. ფეხებს აქით-იქით ამოძრავებს და წითელ ბართს ზეიმობს. ამაზე მეტად არასდროს მდომებია ვინმესთვის ხელი დამერტყა. ამ მომენტში ისინი გამარჯვებას ზეიმობდნენ. მათ მოიგეს ეს შეხვედრა. მეტისმეტად გულუბრყვილო აღმოვჩნდი, რადგან ამაში ჩავეფლე." - ციტირებს გამოცემა Goal-ი პიტერ კრაუჩის სიტყვებს.