მესის მამამ «პსჟ»-თან მოლაპარაკებები უარყო

ოთხშაბათს ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიონელ მესის მამა ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. პარიზელები მზად არიან ფეხბურთელის ტრანსფერის საკითხი მაშინ განიხილონ, როდესაც მხარეები ღიად იმოქმედებენ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის კატალონიური კლუბის დატოვების მცდელობა გასულ ზაფხულს ჰქონდა, თუმცა ხელმძღვანელობამ არგენტინელის წასვლა დაბლოკა. ესპანელებმა უმალვე განაცხადეს, რომ პოტენციურ მყიდველს მესის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ 700 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ 33-წლის არგენტინელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიური გრანდის დატოვება უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.
Jorge Messi, le père de Lionel Messi, dément en story Instagram les rumeurs envoyant son fils au PSG ❌ pic.twitter.com/NbXvCuGfAh
— BeFoot (@_BeFoot) November 11, 2020