პატრიკ მაკინროი US OPEN-ზე სენსაციებს არ ელის

«ხალხი ფიქრობს: შეიძლება ვინმემ მოახდინოს გარღვევა და წლევანდელი US OPEN-ი მოიგოს. ასახელებენ ტიმასა და ციციპასას. არამგონია, რომ ტიტულს რომელიმე ნაკლებად ცნობილი ჩობურთელი მოიგებს. ასე არ მოხდება.
მეორეს მხრივ, არც იმას ვამტკიცებ, რომ ტურნირის გამარჯვებული აუცილებლად ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღევანდელი გარემოებაში ის გაცილებით მგრძნობიარეა. მაგრამ არამგონია არსაიდან გამოჩნდეს ჩოგბურთელი და ამერიკის ღია პირველობა მოიგოს», — მაკინროის სიტყვებს ციტირებს Tennis Head.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის სტარტი 31 აგვისტოს არის დაგეგმილი.