გრიზმანი: «შაბათის შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ»

გრიზმანი: «შაბათის შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ» ფინეთთან 0:2 განცდილი მარცხის შემდეგ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ანტუან გრიზმანი მეტოქის ორგანიზებულობის მაღალ დონეზე საუბრობს. ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია შაბათს პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრა.

მარკუს ტურამთან ერთად ორი-სამი მომენტი გვქონდა. მას, რომ გამოეყენებინა მომენტები სხვა თამაშს ვიხილავდით. აღსანიშნავია, რომ მეტოქე გუნდი დაცვაში ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, ამიტომ ვერ მოვახერხეთ მომენტების შექმნა».

ახლა აუცილებელია ვნახოთ რა გავაკეთეტ არასწორად და უკვე შაბათს პორტუგალიასთან გასამართ შეხვედრაზე ვიფიქროთ», - ანტუან გრიზმანის სიტყვებს ციტირებს GFFN.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პორტუგალია საკუთარ მოედანზე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.