დეპაი: «ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა ბარსელონაში მოხვედრას»

დეპაი: «ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა ბარსელონაში მოხვედრას» «ლიონის» შემტევი მემფის დეპაი, ცნობილ სპორტულ ინტერნეტ-პორტალ goal-თან ინტერვიუში პრესაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ «კატალონიის ბარსელონაში» მოხვედრას ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა.

შეგახსენებთ, რომ მემფის დეპაის ესპანურ გრანდში ტრანსფერს არაერთი სპორტული გამოცემა 2021 წლის ზამთარში ვარაუდობს.

ბარსელონასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არაფერი არ ვიცი. ვის არ მოუნდებოდა ბარსელონაში თამაში? ეს ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთეოს გუნდია. ნებისმიერ ფეხბურთელს ექნებოდა კატალონიაში მოხვედრის სურვილი».

ამ მომენტისთვის ვფიქრობ ამაზე არ ვიფიქრო. ახლა უამრავი ჭორი ვრცელდება, მე კი ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო და უკეთესი გავხდე», - მემფის დეპაის სიტყვებს ციტირებს goal.

შეგახსენებთ, რომ 2020/21 წლების სეზონში «ლიონის» შემადგენლობაში მემფის დეპაიმ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ჰოლანდიელი შემტევის ანგარიშზე ხუთი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემაა.

მემფის დეპაის მოქმედი კონტრაქტი ფრანგულ გუნდთან 2021 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.