ისტორიული მატჩი: საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია

ისტორიული მატჩი: საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე დადგა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისთვის მზადებას განაგრძობს.

ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ხვალინდელი მატჩის წინ გუნდის შემადგენლობა უკვე დაასახელა. ჩვენდა სამწუხაროდ, ხვალ ამ მნიშვნელოვან მატჩს ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია გამოაკლდება, რომელთაც კორონა ვირუსი დაუდასტურდათ.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალურ შანსი აქვს. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ქართველები კარგად ნაცნობ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ნაკრების მაისურს რუსული „როტორის“ შემტევი ბექა მიქელთაძე პირველად მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის შეხვედრა ორჯერ გაიმართა. C დივიზიონში ჩატარებული ორივე მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე („ალმერია“, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო“, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია („სან ხოსე", აშშ), ოთარ კაკაბაძე („ტენერიფე", ესპანეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა („არსენალი", ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია („როტორი", ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე („დინამო" ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი („დინამო" ბათუმი), ჯიმი ტაბიძე („უფა", რუსეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში", ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („ტობოლი", კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი", კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია („ოვიედო", ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია („კონიასპორი", თურქეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯუ", თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი", ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი („როტორი", ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია („ლეგია", ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო" ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი („სარაგოსა", ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე" ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე („კაისარი", ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე („როტორი", ვოლგოგრადი, რუსეთი).
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ