Sky Sports: როი კინი მანჩესტერ "სიტის" შესახებ საუბრობს

Sky Sports: როი კინი მანჩესტერ "სიტის" შესახებ საუბრობს წარსულში ცნობილი ფეხბურთელი როი კინი, მანჩესტერ "სიტის" შესახებ საუბრობს და ხსენებული კლუბის საჩემპიონო შანსებსაც აფასებს. კინის განცხადებით, "სიტი" საკადრო პრობლემებს განიცდის, განსაკუთრებით თავდამსხმელის პოზიციაზე.

"ჩემი აზრით მიმდინარე წელს, მანჩესტერ "სიტის" გაუჭირდება ინგლისის პრემიერ ლიგის მოგება. მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა გაეგრძელებინათ ის, რასაც ბოლოს 2-3 წლის მანძილზე აკეთებდნენ. მათ თვითონ უნდა დასუვან საკუთარ თავს შეკითხვა, თუ რატომ არ იყიდეს თავდამსხმელი. არავინ ბრალს არ სდებს, მხოლოდ თვითონ უნდა დასვან ეს კითხვები, რატომ არ ჰყოფნით ფორვარდები."

"მათ ჰყავთ აგუერო, რომელიც ახლა რეაბილიტაციის პერიოდს გადის, წინა ტრავმის შემდეგ კი როდესაც ის დაბრუნდა ისეთი განცდა იყო, თითქოს წონის პრობლემა ჰქონდა. აქ იბადება შეკითხვა: "მას კვლავ ამოძრავებს შიმშლი და გამარჯვების სურვილი?" არ შეიძლება ყველაფერი მხოლოდ ერთ ჟესუსს ავკიდოთ." - ციტირებს გამოცემა Sky Sports როი კინის სიტყვებს.

მოცემულ მომენტში, მანჩესტერ "სიტი" მოპოვებული 12 ქულით, სატურნირო ცხრილის მეათე პოზიციაზე იმყოფება. პირველ ადგილზე "ლესტერია". ხსენებული კლუბის გრაფაში 18 ქულაა აღნიშნული.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.