პეპე: ფეხბურთის თამაში მსურს და არა სათადარიგო სკამზე ჯდომა

"ჩემი მიზანია უფრო ხშირად ვითამაშო. მსურს გაცილებით მეტი სათამაშო დრო მივიღო. ბედნიერია ის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის შესაძლებლობა ეძლევა. მეტი თამაში მწყურია, რომ შევძლო და ღიმილი დავიბრუნო. არტეტას სურვილია მე ვიყო ყურადღების სრულ კონცენტრაციაში 90 წუთის მანძილზე. შემდეგ ვარჯიშებზე კი ვხვდები, რომ კვლავ სათადარიგოს სკამზე აღმოვჩნდები.
მთავარი მწვრთნელი მესაუბრება, მას ჰყავს ასისტენტებიც. ყოველი ფეხბურთელი გაწბილებულია, როდესაც სათადარიგო სკამზე ზის. სუპერშემცვლელის როლი? მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე უნდა ვაჩვენო, რომ ეს როლი არ შემეფერება." - ციტირებს გამოცემა Canal Plus ნიკოლა პეპეს სიტყვებს.
25 წლის მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი "მეთოფეების" რიგებში 2019 წელს გამოჩნდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. გამოცემა transfermarkt-ი ხსენებულ მოიერიშეს 40 მილიონ ევროდ აფასებს.