კარვახალი: მოწინააღმდეგე შეცდომებს არ გაპატიებს

კარვახალი: მოწინააღმდეგე შეცდომებს არ გაპატიებს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი დანი კარვახალი, გამოცემა Marca-სთან საუბრის დროს, კლუბის მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი განცხადებით, იქმნება სურათი თითქოს "რეალი" კრიზის განიცდის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

"ახლა თითოეული მატჩი უმნიშვნელოვანესია, შეხვედრები სამ დღეში ერთხელ ტარდება. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი უიღბლობა მოგებას გვაიძულებს, არ შეიძლება შეცდომების დაშვება. ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონა" კარგად მიუყვება საკუთარ გზას, ისევე როგორც "რეალი", "ატლეტიკო" კი ლიდერობს. არ შეიძლება საკუთარი თავის შეუფასებლობა. ყოველ მატჩში 3 ქულა უნდა მოიპოვო, რადგანაც მოწინააღმდეგე შეცდომებს არ გაპატიებს."

"რეალში" გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ უკვე ეჩვევი, რომ შეგიძლია "ინტერი" დაამარცხო, მაგრამ შეხვედრა დათმო "ვალენსიაში". ეს უბრალოდ არ იყო ჩვენი დღე. შეუძლებელია ყოველ შეხვედრაში გამარჯვება იზეიმო, ამის გამო შეიძლება ჩანდეს, რომ კრიზისი გვაქვს. დრო და დრო განვიცდით აღმავლობას და დაცემას. მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობთ, რომ გავიმარჯვოთ." - ციტირებს გამოცემა Marca დანი კარვახალის სიტყვებს.

მადრიდის "რეალი" მოპოვებული 16 ქულით ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. "ბარსელონა" მერვე ადგილზეა, კატალონიელთა აქტივში 11 ქულაა. ნამდვილი მოულოდნელობაა "რეალ სოსიედადის" ლიდერობა. ჩატარებული 9 ორთაბრძოლიდან "სოსიედადმა" 6 მოიგო, 2 მატჩში ფრეს დასჯერდა, ხოლო ერთხელ დამარცხდა. "სოსიედადი" 20 ქულით პირველ ადგილს ისაკუთრებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.