დიასი: "მილანში" ასპარეზობით ბედნიერი ვარ

დიასი: "მილანში" ასპარეზობით ბედნიერი ვარ "მილანის" ფეხბურთელი ბრაიმ დიასი გამოცემა Marca-ს სტუმარია. ნახევარმცველი, ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, რომ "როსონერის" შემადგენლობაში თავს ბედნიერად გრძნობს და ფეხბურთის თამაშით ტკბება.

"მილანში" ყოფნით კმაყოფილი ვარ. "რელში" კარგი იყო, ბრწყინვალე პარტნიორები მყავდა, მაგრამ ახლა მე საკუთარ ფეხბურთს ვთამაშობ და ვდემონსტრირებ იმას, თუ რისი გაკეთება შემიძლია. ნათელია, რომ ასე გაცილებით უკეთ ვარ. მე მყვარს ფეხბურთი და მისით ვცოცხლობ. მოთამაშეები უდიდეს სიამოვნებას იღებენ თამაშით. სწორედ ეს აკლდათ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც "რეალის" რიგები დატოვეს. ზიდანი წლიდან წლამდე აჩვენებს იმას, თუ ვინ არის. ის არ ჩერდება და ტიტულებს იგებს. ზიზუ მუდამ თავისას აღწევს, როგორც მთავარი მწვრთნელი, როგორც ადამიანი თუ როგორც ფეხბურთელი." - აცხადებს დიასი გამოცემა Marca-სთან საუბრის დროს.

"მილანი" მოპოვებული 17 ქულით იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს. ხსენებულმა გუნდმა სერია ა-ს ეგიდით 7 თამაში გამართა. მოიგო 5 ორთაბრძოლა 2 მათგანში კი ფრეს დასჯერდა.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.