ტორგან აზარი საკუთარი ძმის შესახებ საუბრობს

ტორგან აზარი საკუთარი ძმის შესახებ საუბრობს დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელი ტორგან აზარი, საკუთარი ძმის ედენ აზარის შესახებ საუბრობს.

ედენი კვლავ ვერ იქნება წარმოდგენილი ეროვნული ნაკრების რიგებში. რას ფიქრობს ის, იმ გაუთავებელი ტრავმებისა და უიღბლობის შესახებ, რასაც მადრიდის "რეალში" გადასვლის შემდეგ ვხედავთ?

- ამ ბოლო დროს მას არ უმართლებს. მან ტრავმა მოიშუშა, ახლა კი კორონავირუსი დაუდგინდა... ეს კიდევ დამატებით ორი კვირაა. არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, ვირუსი გეწვევა მაშინ, როცა მოუნდება, შემდეგ კი მიდის. როდესაც ედენი დაბრუნდება, ის მზადყოფნაში იქნება და შეეძლება ყოველ მატჩში მიიღოს მონაწილეობა. როგორც ეს ადრე იყო, ინგლისში ასპარეზობის დროს. თამაში სამ დღეში ერთხელ. მოცემულ მომენტში მას უბრალოდ არ უმართლებს. იმედს ვიტოვებ ეს მალე გაივლის -

ვის უფრო სჭირდება აზარი, ეროვნულ ნაკრებს თუ მადრიდის "რეალს"?

- ვფიქრობ ორივეს. ედენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც ის მწვანე საფარზე იმყოფება, გუნდი უფრო ძლიერი ხდება. ეს ნათელი იყო განვლილი მატჩის დროსაც. "რეალმა" "ვალენსიაში" შეხვედრა დათმო შეხვედრა, ისევე როგორც ჩვენ (იგულისხმება ბელგიის ნაკრები). საუკეთესო მოცემულობაა, როდესაც ედენი მოედანზეა. ახლა ის თავს ნორმალურად გრძნობს. სიმპტომები არ აღენიშნება. რა თქმა უნდა, ის იმედგაცრუებულია, მან ხომ სულ ახლახანს მოირჩინა ტრავმა... სანამ მისი მეორე ტესტი უარყოფით პასუხს არ აჩვენებს ის ნაკრებს ვერ დაეხმარება. ე.ი მესამე თამაშსაც გამოტოვებს-

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.