კუმანი: ტრანსფერები? გასათვალისწინებელია კლუბის ფინანსური მდგომარეობა

კუმანი: ტრანსფერები? გასათვალისწინებელია კლუბის ფინანსური მდგომარეობა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ არსებული ფინანსური სირთულეების გამო, ხმაურანი ტრანსფერების განხორციელება არ იგეგმება.

"რამონ პლანესთან მუდმივად მაქვს საუბარი, რომელი ფეხბურთელის აყვანა შეგვიძლია და სად ესაჭიროება გუნდს გაძლიერება. უნდა გავითვალისწინოთ "ბარსელონაში" შექმნილი ფინანსური მდგომარეობის სირთულე. სწორედ ამიტომ მოთხოვნებიც შესაბამისია. მე უკვე მრავალჯერ ვთქვი, ვინ გვაკლია. თუ გაჩნდება ამის შესაძლებლობა, ჩვენ ახალ ფეხბურთელებს აუცილებლად გავიფორმებთ." - ციტირებს გამოცემა AS-ი რონალდ კუმანის სიტყვებს.

"ბარსელონაში" სახარბიელო მდგომარეობა, რომ არ არის ამას ჟერარდ პიკეც ადასტურებს. რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ხსენებული უკანახაზელი შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა - "კლუბი ახლა ისეთია, როგორიც არის. მოხდა ძალიან დიდი ცვლილებები, რომლესაც მივიჩნევ, რომ აუცილებელი იყო. საჭიროება მოითხოვდა ყველაფერი შეგვეცვალა. ნათელია, რომ დაღმასვლას განვიცდით. წლიდან წლამდე ჩვენ ვდეგრადირდებით. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, თუმცა ვალდებულები ვართ უკეთესები გავხდეთ. "ბარსელონაში" არ არსებობს გარდამავალი პერიოდის ცნება, შენ მუდამ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო."

"ახლა ჩვენთან არჩევნებია (იგულისხმება კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები), მოვა ახალი ხელმძღვანელობა და ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ უახლოესი თვეების განმავლობაში, პერმანენტულ ცვლილებებს."
- აცხადებს პიკე გამოცემა Diario Sport-თან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.