ლუის ენრიკემ ნაკრებში 17 წლის ტალანტი გამოიძახა

ლუის ენრიკემ ნაკრებში 17 წლის ტალანტი გამოიძახა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ერთა ლიგის მოახლოებული შეხვედრებისთვის გუნდის სია გამოაქვეყნა. გერმანია — ესპანეთის მატჩი 3 სექტემბერს შტუტგარტში გაიმართება, ხოლო 6 სექტემბერს ესპანელები მადრიდში უკრაინას უმასპინძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკემ, შემადგენლობაში ბევრი ახალი ფეხბურთელი შეიყვანა: პირველ გამოწვევას კატალონიის «ბარსელონას» ახალგაზრდა ტალანტი ანსუ ფატიც მიიღებს.

მეკარეები: დე ხეა, კეპა, უნაი სიმონი

მცველები: ხესუს ნავასი, კარვახალი, სერხიო რამოსი, პაუ ტორესი, დიეგო ლორენტე, გაია, რეგილონი, ერიკ გარსია

ნახევარმცველები: ფაბიანი, ტიაგო ალკანტარა, ბუსკეტსი, როდრი, მიკელ მერინო, ოლმო, ოსკარ როდრიგესი

თავდამსხმელები: როდრიგო, ოიარსაბალი, ადამა, ასენსიო, ფატი, ტორესი

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.