ფერდინანდი: პოჩეტინოსთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მერწმუნეთ სანდო წყაროსგან ვიცი...

ფერდინანდი: პოჩეტინოსთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მერწმუნეთ სანდო წყაროსგან ვიცი... მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი, უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მაურისიო პოჩეტინოსთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"განვლილ უქმეებზე, ამ გუნდს კარგი თამაში და შედეგის მიღწევა ევალებოდა. ფეხბურთელებზე და მთავარ მწვრთნელზე კოლოსალური წნეხი იყო, მიუხედავად ამისა მათ მოახერხეს და საკუთარი საქმე წარმატებით განახორციელეს. სიმართლე გითხრათ, იგრძნობა რომ პრესა უპატივცემულობას იჩენს სულშერის მიმართ. ყველა იმაზე წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მაურისიო პოჩეტინოსთან კომუნიკაციაშია. მე მყავს ძალიან, ძალიან სანდო წყარო რომელმაც მითხრა, რომ პოჩეტინოსთან არანაირი საუბარი არ ჰქონიათ და რომ სულშერს ასე არ მოექცეოდნენ."

"ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ და თამაშები განვიხილოთ, აღვნიშნოთ რა იყო კარგი... მაგრამ როდესაც აცხადებ, რომ ვიღაცასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს უკვე ძალიან ზედმეტია."
- აღნიშნავს რიო ფერდინანდი.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.