კარაგერი: პოგბა ძირითად თერთმეტეულში საკუთარ ადგილს არ იმსახურებს

კარაგერი: პოგბა ძირითად თერთმეტეულში საკუთარ ადგილს არ იმსახურებს "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი, რომელიც მოცემულ მომენტში საფეხბურთო ექსპერტის რანგში გვევლინება, პოლ პოგბას შესახებ საუბრობს და ფრანგ ფეხბურთელს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს.

"რაღაც თვალსაზრისით ყველა უკმაყოფილოა, კლუბში მისი მდგომარეობით. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით პოლის ოპტიმალური პოზიცია საფეხბურთო მოედანზე. ეს მაშინ, როდესაც მან ამ კლუბში უკვე 4 წელი გაატარა. ჩემი აზრით ის არასდროს ყოფილა საკმარისად კარგი. მანჩესტერ "იუნაიტედის" ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ მოახერხა მისგან მაქსიმუმი მიეღო. დავაყენებდი თუ არა მას "იუნაიტედის" ძირითად თერთმეტეულში? არა!"

"კლუბმა მის გამო ძალიან დიდი თანხა გაიღო. ვფიქრობ ის არ არის იმდენად კარგი ფეხბურთელი, რომ ამ თანხას ამართლებდეს. სხვები ამბობენ, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მესმის. როდესაც ის ინგლისის ჩემპიონატში მოხვდა, მეგონა რომ პოგბა ისეთივე წვლილს შეიტანდი გუნდში, როგორც ეს ლემპარდის და ჩელსის შემთხვევაში იყო, ან ჟერარდის და "ლივერპულის", ტურეს და მანჩესტერ "სიტის"... ამ ფეხბურთელებმა მოახერხეს და ევროტურნირებზე საკუთარი გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანეს. ასეთი რამ არ მოხდა მანჩესტერ "იუნაიტედში", პოგბამ ეს გუნდი ახალ დონეზე ვერ აიყვანა."
- აცხადებს კარაგერი talkSPORT-თან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.