ანჩელოტი: ზლატანი და რონალდო უკვდავები არიან

"როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საასპარეზოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა, მაშინ ვიფიქრე, რომ ეს მისი უკანასკნელი ტურნე იქნებოდა. ახლა ზლატანი იტალიაში დაბრუნდა და ვფიქრობდი, რომ ეს დასასრული იყო, მაგრამ ის ყოველ კვირას გატანილი გოლით გამოირჩევა. ის უკვდავია, ისევე როგორც კრიშტიანო რონალდო.
თამაშის გაგრძელება მარტივია, მაგრამ ეს ფეხბურთელები უბრალოდ კი არ თამაშობენ, არამედ გამუდმებით იტანენ გოლებს. ეს კი ძალიან რთული რამ არის. არასდროს ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ მე კრიშტიანოსთვის თამაშის შეწყვეტა მერჩია, რადგან ის საუკეთესოა. ამის აღსაქმელად არ არის აუცილებელი სამეცნიერო ხარისხი გქონდეს." - ციტირებს გამოცემა Sport Mediaset კარლო ანჩელოტის სიტყვებს.