ნოიერი: ფეხბურთელები საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე ასპარეზობენ

"მსგავსი სეზონი არასდროს ყოფილა და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ აღარასოდეს განმეორდება. ფეხბურთელები საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე ასპარეზობენ. მეტსაც გეტყვით, ჩვენ რამდენიმე ვარჯიშს ვერ ვასრულებთ დატვირთვების გამო. მატჩის შემდგომ ძალების აღდგენა გვჭირდება, შემდეგ იწყება ტაქტიკაზე მუშაობა, ამას მოყვება დასკვნითი ვარჯიში, ბოლოს კი ისევ ახალი ორთაბრძოლა იწყება. არ არსებობს არანაირი მინი ტურნირები ან ინდივიდუალური ვარჯიშები." - აცხადებს მანუელ ნოიერი გამოცემა Sportbuzzer-თან საუბრის დროს.
მიუნხენის "ბაიერნი" მოპოვებული 18 ქულით, გერმანიის ჩემპიონატში სატურნირო ცხრილის ლიდერია. მეორე ადგილს საფეხბურთო კლუბი "ლაიპციგი" იკავებს, მათ აქტივში 16 ქულაა ფიქსირებული.