მორატა: «ატლეტიკო ბარსელონასა და რეალზე უკეთესია»

მორატა: «ატლეტიკო ბარსელონასა და რეალზე უკეთესია» «ტურინის იუვენტუსის» თავდამსხმელი ალვარო მორატა Radio Marca-თვის მიცემულ ინტერვიუში «მადრიდის ატლეტიკოს» შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ დიეგო სიმეონეს გუნდი «ბარსელონასა» და «რეალზე» უკეთესია.

მინდა ყველასთვის ნათელი იყოს რომ ატლეტიკოს მადლობელი ვარ. დიეგო სიმეონესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. არასდროს არ იცი შეხვდები თუ არა კვლავ».

იმედი მაქვს, რომ ატლეტიკო ლა ლიგას მოგებას მოახერხებს. მადრიდელებმა ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოლონ ყოველ თამაშში. ისინი საკმაოდ კარგად თამაშობენ. მიმაჩნია, რომ მადრიდის ატლეტიკო ბარსელონასა და რეალზე უკეთესია», - ამბობს ალვარო მორატა.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.