Daily Mail: ჰარი კეინი "ტოტენჰემის" შესახებ საუბრობს

Daily Mail: ჰარი კეინი "ტოტენჰემის" შესახებ საუბრობს "ტოტენჰემის" ფეხბურთელი ჰარი კეინი, გამოცემა Daily Mail-თან მიცემულ ინტერვიუში კლუბის მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, "სპურს" აქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობაზე იფიქროს.

"ჩვენ გვაქვს საკმარისი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ტიტულის მოპოვება შევძლოთ. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ამ მიზანთან ახლოს ვიყავით, თუმცა ბოლომდე მისვლა ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ კარგი შემადგენლობის ყოლა და რამდენიმე მატჩის მოგება არ არის საკმარისი ჩემპიონობისთვის."

"ჩემი აზრით ამ სეზონში ვერც ერთი გუნდი ვერ მოახერხებს, დიდი სხვაობით გაუსწროს მეორეადგილოსანს. მაგალითად, როგორც ეს "ლივერპულმა" გააკეთა გასულ წელს. სხვა გუნდებსაც ექნებათ კარგი შესაძლებლობა, ჩაატარონ შესანიშნავი მატჩები და მოაგროვონ ქულები. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყურადღება არ გაგვეფანტება. ვიცით, რომ კარგად ვთამაშობთ. მოვიგეთ შეხვედრები. ბოლო ორმა მატჩმა განსაკუთრებული რწმენა შეგვმატა."
- ციტირებს გამოცემა Daily Mail-ი ჰარი კეინის სიტყვებს.

სულ რამდენიმე დღის წინ "ტოტენჰემის" მდგომარეობაზე საუბრობდა ჟოზე მოურინიოც - "მე მრავალწლიანი საფეხბურთო გამოცდილება მაქვს, რამდენიმე გამარჯვება ეიფორიაში ვერ ჩამაგდებს და თავს არ დამაკარგინებს. ცაში არ დავფრინავ, თუმცა არც ჯოჯოხეთში ჩავარდები წაგების შემთხვევაში. ყველაფერი ბალანსს უკავშირდება, აუცილებელია თითოეულ შეხვედრას სრული მობილიზებით მიუდგე, უნდა ეძებო გზა, რომელიც შენი გუნდის თამაშს კიდევ უფრო გააუმჯობესებს."

"ინგლისის პრემიერ ლიგაში, ამ მომენტამდე მე კიდევ ველოდებოდი დამატებით ქულებს. დავკარგეთ ისეთი ქულები, რომლის მოპოვების ვალდებულება გვქონდა. ევროპის ლიგის ტურნირზე, ამჟამად 6 ქულა გვაქვს, მაშინ როდესაც ველოდებოდი, რომ 9 ქულას ავიღებდით."
- აცხადებს "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი გამოცემა Goal-თან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.