სიმეონე: "ატლეტიკო" ყოველდღიურად პროგრესირებს

სიმეონე: "ატლეტიკო" ყოველდღიურად პროგრესირებს მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში კატალონიის "ბარსელონასთან" გასამართი პაექრობის შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, ლა ლიგის ეგიდით ჩანიშნული შეხვედრა სტარტს 21 ნოემბერს აიღებს.

"ვხედავ დინამიკას, ენთუზიაზმს, ძალას და გუნდის სურვილს. ვარჯიშებზე ვხედავ, თუ როგორ ხდება ჩვენი გუნდი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო უკეთესი. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ფეხბურთელები, რომლებმაც გასულ სეზონში მცირე სათამაშო დრო მიიღეს, ახლა საკვანძო მოთამაშეები არიან. ჩემი აზრით ჩვენ დაბალანსებული შემადგენლობა გვყვას."

"რაც შეეხება "ბარსელონას", ეს გუნდი ძალიან კარგად გვიცნობს. ეს შეხვედრა ვერ გადაწყვიტავს ესპანეთის ჩემპიონატის ბედს. ამ ორთაბრძოლამდე ჯერ კიდევ არის დარჩენილი 15 დღე. ახლა ფეხბურთელებს სანაკრებო პაუზა ელით, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მოვიცადოთ. დაველოდოთ, როგორ კონდიციებში დაუბრუნდებიან მოთამაშეები საკუთარ კლუბებს."
- ციტირებს გამოცემა Goal-ი დიეგო სიმეონეს სიტყვებს.

ორიოდე დღის წინ, ხსენებულ მატჩს გამოეხმაურა, მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელი მოიერიშე ლუის სუარესი -"აღვნიშნავ თუ არა "ბარსელონას" კარებში გატანილ გოლს? არა, მე პატივს ვცემ ჩემს მეგობრებს და კლუბს, რომელმაც ბევრი რამ მომცა. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული მოვლენა იქნება. უნდა ვითამაშო ჩემი მეგობრების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა ვაპირებ "ატლეტიკოს" მაისური სიკვდილამდე დავიცვა, როგორც ამას სხვადასხვა გუნდებში ყოფნის დროს ვაკეთებდი." - აცხადებს სუარესი გამოცემა AS-თან მიცემულ ინტერვიუში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.