ჰოლანდი: "ბაიერნი" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია

"ვალდებული ვიყავი უფრო მეტო გოლი გამეტანა. თუ მსგავსი დონის მატჩებში საკუთარ შანსებს გავანიავებთ, რა თქმა უნდა, გამარჯვებას ვერ მოვიპოვებთ. მიუნხენის "ბაიერნი" - მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. ჩვენ გულმოდგინე შრომა უნდა გავაგრძელოთ, რათა შემდგომი დიდი ნაბიჯი გადავდგათ და "ბაიერნთან" ტოლ-სწორად ვიასპარეზოთ." - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.
მიუნხენის "ბაიერნი" მოპოვებული 18 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია. დორტმუნდის "ბორუსია" კი 15 ქულით მესამე პოზიციაზეა წარმოდგენილი.
Not our day. pic.twitter.com/pV4ygPn2Kt
— Borussia Dortmund (@BlackYellow) November 7, 2020