გვარდიოლა: სტერლინგი ერთ-ერთი საუკეთესოა ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია

"სტერლინგი -გამორჩეული ფეხბურთელია. მისი ფიზიკური მონაცემები იძლევა იმის საშუალებას, რომ მან ყველა მატჩში მიიღოს მონაწილეობა. ერთ-ერთი საუკეთესოა ვისთან ერთადაც კი მიმუშავია ჩემი კარიერის განმავლობაში.
მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი მანჩესტერ "სიტის" შემადგენლობაში გადმოვიდა, მხოლოდ პროგრესირებს. დარწმუნებული ვარ მის ხასიათში და გამარჯვების მოპოვების ჟინში. ის ძალიან ბევრს იმსახურებს. ვისურვებდი, რომ 3,4 ან 5 წლის შემდეგ ის გაცილებით სრულყოფილი ფეხბურთელი გახდეს, ვიდრე ეს დღესაა.
იქნება თუ არა ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო, პროგრესირების შემდგომი გაგრძელების შემთხვევაში? მე მას ვურჩევდი, რომ ამ საკითხზე არ ეფიქრა. ამაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. უბრალოდ უნდა დატკბე ცხოვრებით, იყო ყურადღებით და ბედი თავად გადაწყვეტს, ვინ გახდება ის სამომავლოდ. ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული." - ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი პეპ გვარდიოლას სიტყვებს.
25 წლის შემტევი ნახევარმცველი მანჩესტერ "სიტის" შემადგენლობაში 2015 წელს გამოჩნდა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. გამოცემა transfermarkt-ი ხსენებულ მოიერიშეს 128 მილიონ ევროდ აფასებს.