რეიესი: «ჯონ ჯონსი მიოჩიჩს ვერ დაამარცხებს»

რეიესი: «ჯონ ჯონსი მიოჩიჩს ვერ დაამარცხებს» UFC-ს ნახევრად-მძიმე წონითი კატეგორიის მებრძოლი დომენიკ რეიესი ჯონ ჯონსის მძიმე წონაში გადასვლასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა და მისი შანსები შეაფასა.

რეიესმა ჯონ ჯონსის სტიპე მიოჩიჩთან და ფრენსის ენგანუსთან გასამართ პოტენციურ ბრძოლებზეც გააკეთა კომენტარი.

«ვფიქრობ ჯონი თავს კარგად წარმოაჩენს. ის მძიმე წონით კატეგორიაში გადადის, რადგან იქ ბიჭები გაცილებით უფრო ნელები არიან. მან ჩვენთან გამკლავება მოახერხა. მას შემდეგ რაც მე და ტიაგო სილვამ მას ვუქენით ჯონმა იფიქრა: კარგი, ახლა წონის შეცვლის დროა. ბიჭები საკმაოდ სწრაფები გახდნენ.

ვინ გაიმარჯვებს ჯონსისა და მიოჩიჩის დაპირისპირებაში? ამ მომენტისთვის სტიპე. თუ ჯონსის ენგანუსთან პოტენციურ ბრძოლაზე ვისაუბრებთ, რთული კითხვა იქნება. ფრენსისის ბრძოლის ნახვაა საჭირო. თუ მოქნილად არ იმოძრავებს ჯონი გაიმარჯვებს.

ჯონთან ბრძოლაში უმალვე მიოჩიჩი დავასახელე ფავორიტად, რადგან სტიპე კარგად მოძრაობს და შეუძლია ჯონსს პრობლემები შეუქმნას»
, — განაცხადა რეიესმა.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.