ვიდალი: მესი სხვა პლანეტიდანაა

ვიდალი: მესი სხვა პლანეტიდანაა მილანის "ინტერის" ნახევარმცველი არტურო ვიდალი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.

"ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს შედარება დაუშვებელია. მესი სულ სხვა პლანეტიდანაა. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები გავხდით. არ ვიცი, დატოვებს თუ არა მესი "ბარსელონას" რიგებს, მე იმედს ვიტოვებ, რომ ის ბედნიერი იქნება და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც გული უკარნახებს." - ციტირებს გამოცემა Corriere dello Sport-ი არტურო ვიდალის სიტყვებს.

ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს შესახებ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა შემტევმა მარკო ვან ბასტენმაც - "კრიშტიანო დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ის ადამიანები რომლებიც ამბობენ, რომ ის ლიონელ მესიზე უკეთესია, ვფიქრობ რომ მათ ფეხბურთის შესახებ არაფერი იციან. ეს ან ასეა, ან უბრალოდ არაკეთილსინდისიერები არიან. მესი უნიკალურია და განუმეორებელი. ის ბავშობიდან დაჯილდოვებულია გენიალური ნიჭით." - აცხადებს მარკო ვან ბასტენი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ