Goal: გნაბრი არსენ ვენგერის შესახებ საუბრობს

"რა თქმა უნდა, არსენ ვენგერს შეეძლო მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდი წარმატებებისთვის მიეღწია. მან დაამტკიცა, რომ ფანტასტიკური სპეციალისტია, როდესაც ეს უკანასკნელი ლონდონის "არსენალის" რიგებში მუშაობდა. ვენგერსა და ფლიკს შორის არის განსხვავებები, თუმცა ორივე ეს სპეციალისტი უმაღლესი კლასისაა." - აცხადებს სერჟ გნაბრი გამოცემა Goal-თან საუბრის დროს.
სერჟ გნაბრი "მეთოფეების" შემადგენლობაში 2012-2016 წლებში თამაშობდა. ამის შემდეგ გნაბრი ბრემენის "ვერდერში" გადავიდა. მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ეს ფეხბურთელი 2017 წელს გამოჩნდა. რაც შეეხება არსენ ვენგერს, მან სამწვრთნელო საქმიანობა 2018 წელს დაასრულა. 1996-2018 წლებს ვენგერი ლონდონის "არსენალს" წვრთნიდა.