Goal: კარლო ანჩელოტი სულშერის შესახებ საუბრობს

"არა არსებობს ეგრედ წოდებული სწორი მომენტი, როდესაც მანჩესტერ "იუნაიტედის" წინააღმდეგ გიწევს ასპარეზობა. რადგანაც ეს გუნდი ზალიან ძლიერია, ფლობს დიდ გამოცდილებას და დაკომპლექტებულია ბრწყინვალე ფეხბურთელებით. დიახ, სეზონის სტარტზე მათი თამაში დაუბალანსებელია, თუმცა სიმართლე ისაა, რომ რამდენიმე შეხვედრაში ეს გუნდი მართლაც შესანიშნავად გამოიყურებოდა.
"თითოეული მთავარი მწვრთნელის მისამართით სიმპატიებით ვარ განწყობილი. მე უფრო მეტი გამოცდილება მაქვს ვიდრე სულშერს და შემიძლია მას ერთი რამ ვუთხრა, როდესაც საქმე ცუდად მიდის, მხოლოდ ერთი კაცია, რომელიც პასუხისმგებელია და ეს ერთი კაცი გუნდის მთავარი მწვრთნელია. ეს ეჭვგარეშეა. ყოველი თავკაცი წნეხის ქვეშ იმყოფება, თუმცა ეს წნეხი ამავე დროს პრივილეგიაც არის." - ციტირებს ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი კარლო ანჩელოტის სიტყვებს.
🚧 Another good shift at the Aon Training Complex ✅
— Manchester United (@ManUtd) November 6, 2020
Roll on tomorrow 💪#MUFC #EVEMUN pic.twitter.com/jLMQZx2C1e