ფლიკი: ამ მატჩთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს

ფლიკი: ამ მატჩთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი, გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოახლოებული მატჩის შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. შეგახსენებთ, შეხვედრა 7 ნოემბერს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე აიღებს სტარტს.

"წინ "დერ კლასიკე" გველოდება. ამ თამაშს მთელი მსოფლიო უყურებს. რა თქმა უნდა, ეს მოტივაციის წყაროა. საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ და მაქსიმუმს გავიღებთ იმისათვის, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. საუბარია იმაზე, რომ რაც შეიძლება მცირე რაოდენობით შეცდომები დავუშვათ და არ მივცეთ დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელებს ღია სივრცეები. ამ ორთაბრძოლას სულმოუთმენლად ველი. მსგავსი მატჩები მთავარი მწვრთნელისათვის ნამდვილი ბედნიერებაა, ისევე როგორც მოთამაშეებისთვის თუ ქომაგებისთვის" - ვკითხულობთ ჰანს დიტერ ფლიკის სიტყვებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.