მოურინიო: ასაღები ქულები დავკარგეთ

მოურინიო: ასაღები ქულები დავკარგეთ "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, ინტერნეტ-პორტალ Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის მდგომარეობაზე საუბრობს.

"მე მრავალწლიანი საფეხბურთო გამოცდილება მაქვს, რამდენიმე გამარჯვება ეიფორიაში ვერ ჩამაგდებს და თავს არ დამაკარგინებს. ცაში არ დავფრინავ, თუმცა არც ჯოჯოხეთში ჩავარდები წაგების შემთხვევაში. ყველაფერი ბალანსს უკავშირდება, აუცილებელია თითოეულ შეხვედრას სრული მობილიზებით მიუდგე, უნდა ეძებო გზა, რომელიც შენი გუნდის თამაშს კიდევ უფრო გააუმჯობესებს."

"ინგლისის პრემიერ ლიგაში, ამ მომენტამდე მე კიდევ ველოდებოდი დამატებით ქულებს. დავკარგეთ ისეთი ქულები, რომლის მოპოვების ვალდებულება გვქონდა. ევროპის ლიგის ტურნირზე, ამჟამად 6 ქულა გვაქვს, მაშინ როდესაც ველოდებოდი, რომ 9 ქულას ავიღებდით."
- ციტირებს ჟოზე მოურინიოს სიტყვებს გამოცემა Goal

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.