სუარესი: "ატლეტიკოში" თავს კომფორტულად ვგრძნობ

სუარესი: "ატლეტიკოში" თავს კომფორტულად ვგრძნობ მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელი შემტევი ლუის სუარესი, გამოცემა AS-ის სტუმარია. ფეხბურთელი "ატლეტიკოში" განვლილ ადაპტაციის პერიოდზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კლუბი მას ყველა წვრილმანის მოგვარებაში დაეხმარა.

"აქ ძალიან მომწონს. თავიდან მეჩვენებოდა, რომ დიდ სირთულეებს წავაწყდებოდი. ოჯახი საცხოვრებელ ადგილს იცვლიდა, მოსაძებნი იყო სკოლა, სახლი... მაგრამ კლუბმა დიდი დახმარება აღმომიჩინა, რამაც ძალიან გამიმარტივა ცხოვრება. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ყველას მოსწონს "ატლეტიკოში" თამაში.

"აღვნიშნავ თუ არა "ბარსელონას" კარებში გატანილ გოლს? არა, მე პატივს ვცემ ჩემს მეგობრებს და კლუბს, რომელმაც ბევრი რამ მომცა. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული მოვლენა იქნება. უნდა ვითამაშო ჩემი მეგობრების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა ვაპირებ "ატლეტიკოს" მაისური სიკვდილამდე დავიცვა, როგორც ამას სხვადასხვა გუნდებში ყოფნის დროს ვაკეთებდი." - ციტირებს გამოცემა AS-ი ლუის სუარესის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.