Sport.es: პიკე "ბარსელონას" შესახებ საუბრობს

Sport.es:  პიკე "ბარსელონას" შესახებ საუბრობს კატალონიის "ბარსელონას" მცველი ჟერარდ პიკე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ნორმალურია, როდესაც მოცემულ სიტუაციაში "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატთა შორის არ განიხილავენ.

"ნორმალურია, რომ ჩვენ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა სიაში არ გვთვლიან, თუ გავითვალისწინებთ ყველაფერს იმას, რაც ბოლო სეზონებში მოხდა, ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს. ახლა ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გულმოდგინე შრომა გავაგრძელოთ, მოვიგოთ ორთაბრძოლები და საკუთარი თავდაჯერებულობა ავიმაღლოთ. ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყვას, მათ შორის ინდივიდუალურ დონეზე. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, რეზულტატი არ ვიცით, როდის მოვა... ამ წელს მარტივი სიტუაცია არ იქნება, თუმცა გვწმას, რომ არსებული მოცემულობის შეცვლა შესაძლებელია. ახლა ნოემბრის თვეა, წინ უამრავი შეხვედრა გველის." - ციტირებს გამოცემა Sport.es. ჟერარდ პიკეს სიტყვებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში "ბარსელონამ" კიევის "დინამოს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2:1 იმარჯვა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.