A Bola: მოსკოვის 'სპარტაკს" ტიკინიო სურს

A Bola: მოსკოვის 'სპარტაკს" ტიკინიო სურს მოსკოვის "სპარტაკი" პორტუგალიურ "პორტუს" სატრანსფერო წინადადებით მიმართავს. რუსებს, 29 წლის ბრაზილიელი შემტევის ფრანჩესკო სოარესის (ტიკინიო) გაფორმება სურთ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა A Bola ავრცელებს.

სახელდება კონკრეტული სატრანსფერო თანხაც - 10 მილიონი ევროს ოდენობით. როგორც წყარო ამტკიცებს, ხსენებული ფეხბურთელის ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო. ამ სპეციალისტს ჯერ კიდევ გელზენკირხენის "შალკე 04"-ის რიგებში მუშაობის დროს სურდა ბრაზილიელი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება. ტიკინიოს მიმართ ინტერესს იჩენს, არაერთი ევროპული თუ აზიური კლუბი.

ეს ფეხბურთელი "პორტუს" შემადგენლობაში 2017 წელს ჩაირიცხა. მანამდე იგი "ვიტორიას" ღირსებას იცავდა. ხსენებულ ფორვარდს პორტუგალიელებთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ტიკინიო ორჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი (2017/2018 და 2019/2020 წლებში) აქვე გაგაცნობთ გასული სეზონის სტატისტიკურ მაჩვენებელსაც. 48 შეხვედრაში ბრაზილიელმა შემტევმა 19 ჯერ დალაშქრა მეტოქე გუნდის კარები, გამოირჩა 3 ასისტის გაკეთებითაც.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.