ვან პერსი: სულშერს დრო უნდა მიეცეს

ვან პერსი: სულშერს დრო უნდა მიეცეს ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი რობინ ვან პერსი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სულშერთან დაკავშირებით ხელმძღვანელობამ იმპულსური გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს და ნორვეგიელ სპეციალისტს შესაბამისი დრო უნდა მიეცეს, საკუთარი იდეების განსახორციელებლად.

"როდესაც საქმე მთავარი მწვრთნელის დათხოვნას ეხება, მაშინ იმპულსური გადაწყვეტილების მომხრე არ ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ სულშერს უნდა მიეცეს დრო, საკუთარი იდეების რეალიზაცია მოახდინოს მანჩესტერ "იუნაიტედში". იმედს ვიტოვებ, ის ამ შესაძლებლობას კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან მიიღებს."

"უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩი "ისტანბულის" წინააღმდეგ, როგორც არ უნდა შევაფასოდ, ცხადია ეს არასაკმარისად კარგი შეხვედრა იყო. ეს ხომ მანჩესტერ "იუნაიტედია" - გუნდი, რომელმაც ბრწყინვალე ფეხბურთი უნდა აჩვენოს, ყოველ ჯერეზე, როდესაც მოედანზე იმყოფება. დიახ, ამჯერად ეს მათ არ გამოუვიდათ. იმედი მაქვს, უახლოეს შაბათ დღეს, ეს გუნდი ერთგვარ რეაბილიტაციას მოახდენს." - აცხადებს რობინ ვან პერსი.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური შეხვედრის დროს, მანჩესტერ "იუნაიტედმა" გასვლით ორთაბრძოლაში თურქულ "ისტანბულთან" მოულოდნელი მარცხი იწვნია, ანგარიშით 2-1.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.