მორატა: "იუვენტუსში" ბედნიერი ვარ

"იუვენტუსში" არის ყველაფერი, რაც მე მჭირდება. აქ ვგრძნობ, სიყვარულს და იმას, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ. ტურინში დიდი შესაძლებლობა მაქვს შემდგომი პროგრესირებისთვის. შემიძლია საკუთარი თავის დახევწაზე ვიმუშაო. თუ ყველაფერი ამ ტემპით გაგრძელდება ჩვენი გუნდი დიდ წარმატებას მიაღწევს."
"როდესაც თქვენ პროგრესირების გზას ადგახართ, მუდამ გრძნობთ, რომ სრულფასოვანი მოთამაშე ხართ. სწორედ ამას განვიცდი "იუვენტუსში" ყოფნის დროს. ყველას კარგად გვესმის, რომ წლები გაფრინდა და მე უკვე 20 წლის ბიჭი აღარ ვარ, სწორედ ამიტომ რა გზაც კი გამივლილა ჩემი კარიერის მანძილზე, ახლა ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება." - ციტირებს გამოცემა AS-ი ალვარო მორატას სიტყვებს.