ვან პერსი: რაც ვიხილეთ, ყოვლად დაუშვებელია!

"მათ მონდომება დააკლდათ. როდესაც მანჩესტერ "იუნაიტედში" ვთამაშობდი სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა: არ ვარ მარცხის წინააღმდეგი, სანამ ჩემი გუნდი იმაზე ნაკლებად არ იმუშავებს, ვიდრე მოწინააღმდეგე. მსურს ვნახო, რომ საკუთარ მაქსიმუმს დებთ, როგორც შეტევაში ისე დაცვაში მოქმედების დროს."
"დარწმუნებული ვარ, რომ თურქულმა კლუბმა გაცილებით მეტი ირბინა, ვიდრე "იუნაიტედმა". ასეთი რამ დაუშვებელია, ეს არ უნდა ხდებოდეს, არც ერთ შეხვედრაში. საქმე არ ეხება ფეხბურთელების დონეს ან ხარისხს, აუცილებელია მაქსიმუმი გაიღო. გქონდეს ყურადღების 100 პროცენტიანი კონცენტრაცია." - აცხადებს ვეტერანი ჰოლანდიელი, გამოცემა BT Sport-თან საუბრის დროს.