პოლ ინსი: პოგბა მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, თუმცა...

პოლ ინსი: პოგბა მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, თუმცა... მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი პოლ ინსი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში პოლ პოგბას შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

"მე მიყვარს პოგბა. ვფიქრობ, რომ ის მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, როდესაც ჩვეულ ფორმაში იმყოფება. ეს კარგად ვნახეთ, როდესაც პოგბა ტურინის "იუვენტუსის" შემადგენლობაში ასპარეზობდა. მას შემდეგ რაც მან მანჩესტერ "იუნაიტედის" მაისური მოირგო, პრობლემები არ ელევა. ჟოზე მოურინიო, აგენტის საქმe, მუდამ არის რაღაც... მისი თამაში არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, გულშემატკივარი მას კინაღამ დაუპირისპირდა.

მე რომ მასთან ერთად ვთამაშობდე ვეტყოდი: მისმინე, უბრალოდ გადი და ითამაშე. როდესაც ისე დაიწყებ თამაშს, როგორც წესი და რიგია, მაშინ შეგეძლება ისაუბრო იმაზე, რომ მადრიდის "რეალთან" ხელშეკრულების გაფორმება გსურს, რადგან მოცემულ მომენტში შენ "იუნაიტედის" ძირითად თერთმეტეულშიც კი შეიძლება ვერ მოხვდე.

პოგბას ადგილზე, როდესაც სკამზე ვიჯდებოდი დავფიქრდებოდი: ფრედი, სკოტ მაკტომინი და ბრუნო ფერნანდეში ნახევარდაცვაში თამაშობენ მე კი სათადარიგოზე ვზივარ? ალბათ, რაღაც მჭირს. მანჩესტერ "იუნაიტედი" პოლ პოგბას გარშემო არ ბრუნავს."
- ციტირებს ინსის სიტყვებს გამოცემა Ladbrokes.

პოლ პოგბას შესახებ საუბრობდა მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი რენე მალენსტინიც. ორიოდე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში ხსენებული სპეციალისტი შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა - "შენ შეიძლება დაუჯერებელი ნიჭის პატრონი იყო, მაგრამ მთავარი მაინც გულმოდგინე შრომაა. სწორედ ამ შრომის შედეგია ის, რომ შენი ყველა მახასიათებელი უმაღლეს ნიშნულს აღწევს. ჩემი აზრით პოგბა არასაკმარისად მუშაობს. ამას ყოველ ჯერზე ვხედავ. ის მოქმედებს ნელა. მოწინააღმდეგე გუნდს კი ამ ფაქტორის გამოყენება შეუძლია.

პოგბა ნიჭიერი ფეხბურთელია. ყველა ამბობს, რომ ის მსოფლიო კლასის მოთამაშეა... მე ასეთ სიტყვებს არ გამოვიყენებდი, რადგან ვიცი ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელები, რომლებიც ნამდვილად მიესადაგებიან ამ ეპითეთეპს. პოლი არც ერთ შემთხევაში არ იმსახურებს ასეთ სიტყვებს. ის ვერ ამართლებს იმ მოლოდინებს, რაც მისი მისამართით არსებობდა.

არ ვფიქრობ, რომ მისგან ძალიან ბევრ რამეს ელიან, იმის გათვალისწინებით ვინ იყო ეს ფეხბურთელი ადრე და რა ტიტულები აქვს მოპოვებული. დიახ, შეიძლება დიდი იმედები გვქონდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულია გულმოდგინე მუშაობაზე."
- აღნიშნავს გამოცდილი სპეციალისტი ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.