პიკე: "ბარსელონა" დეგრადაციას განიცდის

პიკე: "ბარსელონა" დეგრადაციას განიცდის კატალონიის "ბარსელონას" უკანახაზელი ჟერარდ პიკე, საკუთარი გუნდის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ "ბარსელონა" წლიდან წლამდე დეგრადაციას განიცდის.

"კლუბი ახლა ისეთია, როგორიც არის. მოხდა ძალიან დიდი ცვლილებები, რომლესაც მივიჩნევ, რომ აუცილებელი იყო. საჭიროება მოითხოვდა ყველაფერი შეგვეცვალა. ნათელია, რომ დაღმასვლას განვიცდით. წლიდან წლამდე ჩვენ ვდეგრადირდებით. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, თუმცა ვალდებულები ვართ უკეთესები გავხდეთ. "ბარსელონაში" არ არსებობს გარდამავალი პერიოდის ცნება, შენ მუდამ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო."

"ახლა ჩვენთან არჩევნებია (იგულისხმება კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები), მოვა ახალი ხელმძღვანელობა და ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ უახლოესი თვეების განმავლობაში, პერმანენტულ ცვლილებებს." - ციტირებს პიკეს სიტყვებს გამოცემა Diario Sport.

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს საინტერესო კომენტარს აკეთებდა "ბარსელონას" მოქმედი პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ - "მე ერთი წამითაც კი არ მიფიქრია, რომ უნდა გადავმდგარიყავი. ჩვენ შესანიშნავ პროექტს ვაშენებთ. წინ უაღრესად მნიშვნელოვანი ბრძოლა გველის უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით. ჩვენი განწყობები და სურვილები არსად გამქრალა. ჩემი აზრით ამ სეზონში ტიტულები გვექნება. მე უნდა გავხდე ბარსელონას პირველი პრეზიდენტი, რომელიც წასვლის შესახებ განცხადებას დაწერს? ჩვენ შიშის ქვეშ არ ვმუშაობთ და მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - განვაგრძოთ პროგრესირება! არავინ შეშინებულა. ბოლო 10 წლის მანძილზე ჩვენ 22 ტიტული მოვიპოვეთ. შესანიშნავი ციფრებია "მშიშარა ადამიანებისთვის" - აღნიშნავს "ბარსელონას" პრეზიდენტი გამოცემა Marca -სთან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.