პირლო: უკეთაც შეგვეძლო ასპარეზობა

"მიღწეული შედეგით კმაყოფილები ვართ, თუმცა უკეთაც შეგვეძლო ასპარეზობა. თვითკმაყოფილების გამო ბევრი შეცდომა დავუშვით, ასე რომ აუცილებელია ამ ასპექტის გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ. რაც შეეხება საგოლე მომენტების რეალიზაციას, მე ძალიან ბევრს ვესაუბრები ფეხბურთელებს, თუმცა მოედანზე გადაწყვეტილებებს სწორედ ისინი იღებენ. მათ შეეძლოთ ნაკლები ეგოიზმი გამოეჩინათ და მატჩის ბედი გაცილებით ადრე გადაეწყვიტათ."
"ჩვენ ვთამაშობთ ორი ფორვარდით და ორი ვინგერით. როდესაც თითოეული მათგანი ოპტიმალურ ფორმაში იმყოფება, მაშინ ვწყვიტავთ ვინ ვისთან დავაწყვილოთ. მოცემულ მომენტში 100 პროცენტით მზად არავინ არის. ასე, რომ როტაციის პრინციპის გამოყენება ნორმალური გადაწყვეტილებაა." - აცხადებს ანდრეა პირლო.
About one night in Budapest.#FerencvarosJuve
— JuventusFC (@juventusfc) November 5, 2020
📸 https://t.co/0ZdILmAzXW pic.twitter.com/EklT6jSA1K