კუმანი: ჩვენი თამაში არადამაჯერებელი იყო

"შეხვედრა კარგად დავიწყეთ და დაწინაურებაც მალევე მოვახერხეთ. ამის შემდეგ მეორე გოლის გატანაც შევძელით, თუმცა მატჩზე კონტროლი დავკარგეთ. ტერ შტეგენის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, "დინამომ" მეტის გატანა ვერ მოახერხა. უბურთოდ საშინლად ვმოქმედებდით. როდესაც პრესინგს მიმართავ, მასში მთელი გუნდი უნდა იყოს ჩართული. წინააღმდეგ შემთხვევაში თავისუფალი ზონები გაჩნდება. პრესინგს არადამაჯერებლად ვახორციელებდით.
"მთლიანობაში დაცვის ხაზში კარგად ვთამაშობთ, თუმცა დღეს შეგვექმნა სახიფათო მომენტები. აუცილებელია ამ ყოველივეს გაანალიზება და უბურთოდ თამაშზე მეტი ყურადღების გამახვილება. ტერ შტეგენმა დაადასტურა, რომ დიდებულია კიპერია. ის გამორჩეულია ვარჯიშებზეც და ახლაც ყველამ ვნახეთ, რომ კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე სამი მატჩი გავმართეთ, რაც გვახარებს. მიუხედავად ამისა მრავალი ასპექტის გაუმჯობესება გვმართებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბურთის გარეშე ვართ დარჩენილები. დღეს შეგვეძლო ხარისხიანი ფეხბურთის დემონსტრირება." - აცხადებს ჰოლანდიელი სპეციალისტი გამოცემა As-სთან მიცემულ ინტერვიუში.
MATCH REP⚽⚽️️RT | #BarçaDynamohttps://t.co/v1u7IkzRu6
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 4, 2020