L'Équipe: ტუხელი განცდილ მარცხს გამოეხმაურა

L'Équipe: ტუხელი განცდილ მარცხს გამოეხმაურა "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი, "ლაიპციგთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ პაექრობაში, გერმანელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს.

"პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ. შეგვეძლო ორბურთიანი უპირატესობა მოგვეპოვებინა, თუმცა პირველი ნახევარი ანგარიშით 1:1 დასრულდა. ამ თამაშში იყო სამი საკვანძო მომენტი: გამოუყენებელი პენალტი, გუიეს გაძევება და თერთმეტმეტრიანი დარტყმა ჩვენი კარის მისამართით. ეს ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი ფაქტორია იმისათვის, რომ წარმატების მოპოვება შეძლო."

"ჩემი აზრით გუნდს ძალები არ დაუზოგავს. "ლაიპციგი" გამორჩეულია ათლეტური ფეხბურთის თამაშით, როგორც ეს "ლივერპულის", "ატალანტას" ან "ზალცბურგის" შემთხვევებშია. ჩვენ უნდა შეგევძლოს მსგავის ფეხბურთის მიღება და შესაბამისი მოქმედების ჩვენება. შეგვეძლო "ლაიპციგი" იმავე ანაგრიშით დაგვემარცხებინა, რა ანგარიშითაც ჩვენ დავთმეთ ეს მატჩი."

"ძალიან რთული ჯგუფია. "ლაიპციგი" კი საკმაოდ ძლიერი გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო გერმანიაში. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ ეს გუნდი დღეს გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა ვიდრე "პარი სენ-ჟერმენი". შევეცდებით, განმეორებით შეხვედრაში ყველაფერი გამოვასწოროთ."
- ციტირებს ტუხელის სიტყვებს გამოცემა L'Équipe.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ