ანდრიევსკი: ტერ შტეგენი? ის ნამდვილი ადამიანი ობობაა

ანდრიევსკი: ტერ შტეგენი? ის ნამდვილი ადამიანი ობობაა კიევის "დინამოს" ფეხბურთელი ალექსანდრ ანდრიევსკი, ჟურანლისტებთან მიცემულ ინტერვიუში კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩატარებულ ორთაბრძოლას აფასებს. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩი ესპანური გრანდის გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.

"თამაშით კმაყოფილი ვარ, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. შეგვეძლო თუნდაც ერთი ქულის გამომუშავება, მაგრამ რას ვიზამთ, "ბარსელონა" - "ბარსელონაა". მთავარ მწვრთნელს ერთი მოთხოვნა ჰქონდა, გვემოქმედა მაქსიმალურად თავისუფლად. ვიცოდით, რომ საწყის წუთებში განსაკუთრებით გაგვიჭირდებოდა. მატჩის მეორე ტაიმში, კერძოდ კი მის მეორე ნახევარში, საკუთარი თამაშის ჩვენება დავიწყეთ.

"მსურს გამოვყო ჩვენი კარის დარაჯი. საკუთარი ასაკის გათვალისწინებით (18 წ) , მან შესანიშნავად ითამაშა. რაც შეეხება ტერ შტეგენს - ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა. ნამდვილი ადამიანი ობობა! ახლა "შახტარზე" უნდა ვიფიქროთ".
- აცხადებდა ნამატჩევს ალექსანდრ ანდრიევსკი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ