Спорт-экспресс: კაპელომ არტიომ ძიუბა შეაქო

"ზენიტმა" კარგი მატჩი ჩაატარა. შესანიშნავი გოლი გაიტანეს და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ამის შემდეგ გარკვეული შეცდომები დაუშვეს, "ლაციომ" კი ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მსურს გამოვყო არტიომ ძიუბას თამაში. ამ მატჩში ხსენებული მოიერიშე ძალიან მნიშვენლოვანი იყო საკუთარი გუნდისათვის. მან ბრწყინვალე ასისტი განახორციელა. როდესაც ძიუბა საჯარიმო ზონაში იმყოფება, სიტუაცია ნამდვილად საშიში ხდება." - ციტირებს ფაბიო კაპელოს სიტყვებს რუსლი გამოცემა Спорт-экспресс-ი.
🤜 Never Back Down 🤛#UCL #ZenitLazio #CMonEagles 🦅 pic.twitter.com/KEkITgGN1G
— S.S.Lazio (@OfficialSSLazio) November 4, 2020